27 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
დამატებითი სანქციები ბრიტანეთისგან რუსეთის წინააღმდეგ - შავ სიაში რუსი ჟურნალისტებიც შევიდნენ

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა და შავ სიაში კიდევ 14 პირი შეიყვანა.

როგორც მედია წერს, სასანქციო სიაში მოხვდნენ მედიის წარმომადგენლები და სამხედრო მაღალჩინოსნები. კერძოდ, შეზღუდვები დაუწესდა ტელეწამყვანს სერგეი ბრილევს, ასევე, კრემლის მიერ დაფინანსებული კომპანია „ნოვოსტის“, რომელიც ფლობს ტელეკომპანია „რაშა თუდეის“.

"ბიბისის“ ინფორმაციით, შავ სიაში შეყვანილ 14 პირს შორის არის გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელსაც მედიაში "მარიუპოლის ყასაბს“ უწოდებენ.

როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა განაცხადა, უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის ომი დაფუძნებულია "ტყუილის ნიაღვარზე“.

დღის ამბები