უკრაინის პრეზიდენტმა ავსტრალიის პრეზიდენტს მიმართა - კანონმდებლები ზელენსკის ტაშით შეხვდნენ. უკრაინის პირველმა პირმა ავსტრალიურ მხარეს დახმარება სთხოვა შეიარაღებაში და განაცხადა, რომ ძველი შეცდომების გამეორება აღარ უნდა მოხდეს.
ქვეყანამ, რომელიც იყენებს ბირთვულ შანტაჟს, უნდა მიიღოს სანქციები, ამბობს ზელენსკი. სიტყვით გამოსვლამდე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის მიმართა, უთხრა, რომ მის გვერდით დგას და არა "ომის კრიმინალის" მოსკოვიდან. მან ზელენსკის ომის შემდეგ ქვეყნის რეაბილიტაციაში დახმარებაც აღუთქვა.
"გლობალური უსაფრთხოების ბედი ახლა წყდება. ჩვენ არ გვინახავს ეს მსოფლიოში, რომ ქვეყანამ დაიწყოს ომი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, ღიად გამოაცხადოს მისი დამონების ან განადგურების სურვილი - ამ ერის სახელიც კი არ დატოვოს. არავითარი შესაძლებლობაც კი არ დაუტოვოს ამ ერს თავისუფლად ცხოვრების. ვერავინ იტყვის, რომ მსოფლიოს რომელიმე ნაწილი დაცულია რადიოაქტიური დაბინძურებისგან, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მოხდება.
ქვეყანამ, რომელიც იყენებს ბირთვულ შანტაჟს, უნდა მიიღოს სანქციები, რომლებიც წარმოაჩენს, რომ ასეთი შანტაჟი დამღუპველია მისთვის. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი, ძლიერი სანქციები რუსეთს წინააღმდეგ, სანამ ისინი არ შეწყვეტენ სხვა ქვეყნების დაშინებას ბირთვული იარაღით. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ნებისმიერი ბიზნეს აქტივობა რუსეთთან. თქვენ გაქვთ ძალიან კარგი ჯავშანტექნიკა და შეიარაღება, რომელიც შეიძლება დაეხმაროს უკრაინას. სხვა სახის აღჭურვილობა დაგვეხმარებაა ჩვენი პოზიციების გაძლიერებაში. ახლა უკრაინელი ხალხი წარმოადგენს მთელ მსოფლიოს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი.