რუსეთის საკითხზე მაღალი დონის დიალოგი შედგა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან ვიქტორია ნულანდი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან კი ენრიკე მორა ესწრებოდნენ.
მხარეებმა დაგმეს კრემლის ომი უკრაინაში და რუსეთის უფრო მეტად იზოლირებისთვის დამატებითი ნაბიჯები განიხილეს.