დადებითი წინსვლა - ასე აფასებს სტამბოლში კიევსა და მოსკოვს შორის გამართულ მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სერგეი ლავროვმა მიმდინარე მოლაპარაკებები ჩინეთში ვიზიტის დროს შეაფასა. მისი თქმით, კიევის მიერ უკრაინის არაბირთვული და ბლოკს მიღმა სტატუსის დადასტურება პროგრესია.
"სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებების შედეგებს დადებით წინსვლად ვაფასებთ. ეს ჯერ კიდევ არ არის დასრულებული შედეგი, მაგრამ ის ფაქტი, რომ უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა აღიარეს უკრაინის არაბირთვული და ბლოკსმიღმა სტატუსის აუცილებლობა, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია. ისევე, როგორც პროგრესად მიმაჩნია უკრაინელი კოლეგების მიერ იმის გაგება, რომ ყირიმისა და დონბასის საკითხები საბოლოოდ არის გადაწყვეტილი,"- განაცხადა სერგეი ლავროვმა,