27 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
კიევთან განლაგებული რუსული ძალების 20%-მა პოზიციები შეიცვალა, აპირებენ ამ ძალების გადაიარაღებას, მარაგების შევსებას - პენტაგონი

რუსეთის მიერ მარიუპოლისთვის მიყენებული ზიანი გამანადგურებელია - აცხადებენ პენტაგონში. უწყების პრეს-სპიკერი, ჯონ კირბი, ასევე, ამბობს, რომ მათი მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსული ძალების 20-მა პროცენტმა პოზიციები შეიცვალა და ზოგიერთი მათგანი ბელარუსისკენ მიემართება. პენტაგონი დონბასის რეგიონში რუსული ძალების გააქტიურების შესახებ იტყობინება.

"რუსეთის მიერ მარიუპოლისთვის მიყენებული ზიანი გამანადგურებელია. ეს ადგილი, სტრუქტურული თვალსაზრისით, რუსული ავიადარტყმების შედეგად, უბრალოდ, განადგურებულია. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, რეკრეაციულ პარკებს.

გასული 24 საათის განმავლობაში კიევთან განლაგებული რუსული ძალების 20%-მა პოზიციები შეიცვალა, ჩვენი შეფასებით, ზოგიერთი მათგანი ბელარუსისკენ მიემართება. ისინი აპირებენ ამ ძალების გადაიარაღებას, მარაგების შევსებას და უკრაინაში, სადმე გამოყენებას.

რუსეთი სერიოზულად რომ ყოფილიყო განწყობილი დეესკალაციის მიმართ, ისინი ძალებს სახლში გაგზავნიდნენ, მაგრამ ამას, ჯერჯერობით, არ აკეთებენ. კიევს კვლავ საარტილერიო ცეცხლით, თუ საჰაერო დარტყმებით თავს ესხმიან,"- განაცხადა კირბიმ.

დღის ამბები