27 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს სამშობლოში პატივით დახვდნენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს სამშობლოში პატივით დახვდნენ. დავით გობეჯიშვილი თბილისში გამთენიისას ჩამოასვენეს. გობეჯიშვილი კიევთან ახლოს, ქალაქ ირპენში დაბომბვას შეეწირა.

სამშობლოში ჩამოსვენებამდე ქართველი მებრძოლი კიევის ერთ-ერთ ეკლესიაში იყო დასვენებული. მისი გადმოსვენება, ისევე, როგორც მანამდე დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის, ლვოვიდან პოლონეთის გავლით საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი.

უკრაინაში, ამ დრომდე, 4 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება, ჯერჯერობით, კვლავ ვერ ხერხდება.

დღის ამბები