27 ნოემბერი 2024,   20:58
ვრცლად
რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უახლოეს მომავალში ჩატარდება - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პარლამენტის თავმჯდომარის ალან ტადტაევის განცხადებით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმი უახლოეს მომავალში გაიმართება. ამის შესახებ მან ТАСС-თან საუბრისას განაცხადა.

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობა რუსეთთან შეერთების შესახებ აზრს გამოთქვამს რეფერენდუმზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის, ამაში არანაირი სამართლებრივი დაბრკოლება არ არსებობს.  დღეს მთავარი არის - რეფერენდუმის ჩატარება და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა," - განაცხადა ტადტაევმა.

დღის ამბები