27 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
"ომიკრონის" ქვეტიპი BA.2 რეკორდული სისწრაფით ვრცელდება - ოპტიმიზმი, რომ პანდემია დასრულდა, ნაადრევი აღმოჩნდა

ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი - მსოფლიო "ომიკრონის" ახალ ვარიანტს ებრძვის. ბოლო 24 საათში გერმანიაში ვირუსი 200 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

BA.2 უკვე თითქმის მთელს მსოფლიოში დომინანტურია. "ომიკრონისქვეტიპი საწყისი ფორმისგან 30%-ით უფრო გადამდებია და რამდენიმე მუტაციის წარმოქმნა შეუძლია. ამ დროის სამეცნიერო კვლევებით და სტატისტიკით BA.2​-ით ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის ალბათობის მაჩვენებელი მინიმალურია. ჯერ უცნობია მოქმედებს, თუ არა ახალ ვარიანტზე "ომიკრონის" იმუნიტეტი.

ამერიკაში მოსახლეობას "ფაიზერითა" და "მოდერნათი" მეოთხედ აცრიანბუსტერის დოზა კი 12 წელს ზემოთ დაიშვება.

დღის ამბები