27 ნოემბერი 2024,   20:57
ვრცლად
საქართველო NATO-ს სამიტზე მიიწვიეს - შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბრიუსელში და შეხვედრების შედეგები 

6 და 7 აპრილს, ბრიუსელში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე, უკრაინა და საქართველოც არიან მიწვეულები. სამიტს ასევე დაესწრებიან ალიანსის არაწევრი ქვეყნები: ფინეთი, შვედეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია და კორეის რესპუბლიკა.

NATO-ს შტაბბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება, მანამდე კი ბრიუსელს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტუმრობს. საქართველოს დელეგაციას უკვე ჰქონდა პირველი შეხვედრები.

"სასიხარულოა ის, რომ ევროკავშირი ცდილობს ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს. რაზეც ჩვენ ნამდვილად მივიღეთ დასტური. ჩვენი განაცხადი უკვე გადაგზავნილია შესაბამის დეპარტამენტებში. რაც შეეხება რობერტა მედსოლასთან შეხვედრას, მე ის საქართველოში მოვიწვიე. ძალიან დაინტერესებულია საქართველოთი და მისი სახით ნამდვილად ჰყავს ჩვენს ქვეყანას გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას მხარს უჭერს,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი ლევან იოსელიანი კი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებს მოლოდინი აქვთ, რომ საქართველოში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, რაღაც ხელშესახებ შედეგებამდე მივა ეს დიალოგი. 

ევროპარლამენტის დეპუტატი მარინა კალიურანდი კი აღნიშნავს, რომ ქართული მხარის ვიზიტის დროს, ევროპარლამენტარებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, რუსული აგრესიის კონტექსტში.

"განვიხილეთ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები, მივიღეთ ინფორმაცია საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, რუსული აგრესიის კონტექსტში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ქართული მხარის ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრა. მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას სრული მხარდაჭერა აქვს, ეს ვთქვით და ასეც ვაგრძელებთ. სანამ საქართველო განაგრძობს მის დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროპული მისწრაფების გზას, ევროკავშირი მის გვერდით იდგება,"- აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ესტონეთიდან, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი

დღის ამბები