27 ნოემბერი 2024,   20:58
ვრცლად
ახალი უკრაინული ჰიტი და დეივიდ გილმორის შეთავაზება ომში დაჭრილ ანდრეი ხლივნუკს - Pink Floyd-ის გიტარისტის გასაიდუმლოებული სიურპრიზი

უკრაინელ მუსიკოსს, რომელიც საკუთარი ქვეყნის დასაცავად სამხედრო ფორმით და ხელში იარაღით იბრძვის, Pink Floyd-ის ყოფილმა გიტარისტმა დევიდ გილმოურმა მიწერა.

ჯგუფ ბუმბოქსის ვოკალისტის სიმღერა, ფრონტის ხაზიდან ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში, მილიონობით ნახვა დააგროვა და რუსეთ-უკრაინის ომში ფაქტობრივად უკრაინის სიმბოლოდ იქცა. ანდრი ხლივნუკს გილმოური მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მომღერალს ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს. ანდრის "ფეისბუკ" გვერდზე ატვირთული ფოტოთი ცნობილი ხდება, რომ მათი საუბარი შედგა, რაც უკრაინელმა ვოკალისტმა "ოცნების ასრულებად" დაასათაურა. გილმუორისთვის კი, როგორც ჩანს დიალოგი ძალიან ემოციური აღმოჩნდა.

ანდრი ომის დაწყების პირველივე დღიდან ჯარისკაცების გვრედით დგას, ის აქტიურია სოციალურ ქსელში, რომლის საშუალებითაც მუდმივად ავრცელებს ომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას და უპირისპირდება რუსულ პროპაგანდას.

ბრიტანელმა მუსიკოსმა, საკუთარი პოზიცია ომის დაწყებიდან მალევე გამოხატა. სოციალურ ქსელში გილმოური წერს თავის უკრაინელ ნათესავებზე და აქვეყნებს სიმღერას ანიმაციური ვიდეო რგოლით, რომელიც არ შექმნილა ახლა, თუმცა აღწერს ომის ქრონიკას და დღევანდელ მძიმე რეალობას ეხმიანება.

როკ-ჯგუფი ყოველთვის უპირისპირდებოდა ძალადობას და ომს. გილმოური აგრძელებს ტრადიციას და დღეს უკრაინის გვერდით დგას. რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაგმობასთან დაკავშირებით, Pink Floyd-ის ნამუშევრები 1978 წლიდან, უკვე გამქრალია ციფრული მუსიკის პლატფორმებიდან, როგორც რუსეთში ისე ბელორუსში.

დღის ამბები