"კურიერს" ახალგაზრდა გოგო ჩერნიგოვიდან უყვება, რომ მშობლიური ქალაქი ჩერნიგოვი ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით დატოვა. მან ერთი თვე შიმშილში, სიცივესა და შიშში გაატარა. 34-ე დღეს კი, ოცნება აუხდა და დედასთან ერთად ფრონტის ხაზიდან გამოსვლა შეძლო.
მის მსგავსად, ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით ევაკუირებულ ასობით მოქალაქეს, კიევის ოლქის სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებში ეხმარებიან. იქ მყოფი ადამიანებიდან ყველას, თავისი მძიმე ისტორია აქვს. თითოეულ მათგანს ოკუპანტებისგან მიყენებული ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზიანი აერთიანებს. უჭირთ ცრემლების შეკავება და მშვიდობასთან ერთად ისევ მშობლიურ ქალაქებსა და სოფლებში დაბრუნებაზე ოცნებობენ.
ოკუპანტების რაკეტა მოხალისეების ბაზასაც მისწვდა. თავდასხმის შედეგად შენობა დაზიანდა, თუმცა იქ მყოფ ადამიანებს მუშაობა არ შეუწყვეტიათ.
უკრაინის ხელისუფლება ყოველდღიურად ცდილობს მშვიდობიანი მოქალაქეების ფრონტის ხაზიდან გაყვანას. მოწოდება რუსეთისთვის კი ისევ რჩება, რომ საოკუპაციო ძალებმა შეწყვიტონ მოსახლეობაზე თავდასხმა და მათ სიცოცხლის უფლება არ წაართვან.