27 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
"სამხრეთ ოსეთი მალე გადადგამს სამართლებრივ ნაბიჯებს რუსეთთან შესაერთებლად" - ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთთან გაერთიანება რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია:

"მე ვთვლი, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია. ჩვენი გზა. ხალხის მისწრაფებები. და ჩვენ ამ გზაზე სვლას განვაგრძობთ. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი," - განაცხადა ბიბილოვმა, მისი განცხადებას "ედინაია რასიას" პრესსამსახური ავრცელებს.

დღის ამბები