27 ნოემბერი 2024,   20:58
ვრცლად
6 წლის შვილის თვალწინ ოკუპანტები ქალს რამდენიმე დღე აუპატიურებდნენ, დედა დაიღუპა, ბავშვს თმა გაუჭაღარავდა - უკრაინის თავდაცვის უწყება

უკრაინის ხელისუფლება ოკუპანტების მხრიდან ჩადენილი მორიგი სასტიკი დანაშაულის შესახებ იტყობინება. უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მარიუპოლში ოკუპანტების ჯგუფი რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდა ქალს 6 წლის შვილის თვალწინ. მოგვიანებით ქალი მიღებული დაზიანებებით დაიღუპა.

"ბავშვს თმა გაუჭაღარავდა, ეს არ არის საშინელებათა ფილმი. გაუპატიურება, ძალადობა, მკვლელობა - აი რას წარმოადგენს რუსული მშვიდობა,"- ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ტვიტერზე.

დღის ამბები