ხუთი ივლისის საქმეზე განაჩენი ოთხ აპრილს გამოცხადდება. საუბარია "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას, ასევე მირანდა ბაღათურიას და "პირველი არხის" ოპერატორ ილია თვალიაშვილის ეპიზოდზე.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა თქვეს, ახლა მოსამართლემ უკვე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.