27 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრს გელა აბულაძეს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ წალენჯიხის საკრებულოს წევრს, გელა აბულაძეს და წალენჯიხის მერის წარმომადგენელს, ანზორ ფიფიას პატიმრობა, ხოლო საქმეზე დაკავებულ კიდევ 9 პირს კი გირაოს გადახდა შეეფარდა.

გელა აბულაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ბრალდებას აბსურდულს უწოდებს მისი ადვოკატიც. ადვოკატის შეფასებით, არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

აბულაძეს თავდებობას სთავაზობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლები.

პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ 9 პირს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინა.

დღის ამბები