ცოტახნის წინ გახდა ცნობილი რომ რუსმა ჯარისკაცებმა ხერსონიდან მღვდელი გაიტაცეს. უკრაინული მედიის ცნობით, თვითმხილველები ჰყვებიან, რომ სასულიერო პირი სერგი ჩუდინოვიჩი პირდაპირ ეკლესიიდან წაიყვანეს.
თურქეთში დადებული პირობის მიუხედავად, უკრაინის დედაქალაქში ისევ ისმის ძლიერი აფეთქებების ხმა იმის. საჰაერო თავდასხმის საფრთხეც არ მოხსნილა. საბრძოლო მოქმედებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. 15-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა ნიკოლაევში, სადაც სარაკეტო თავდასხმა რეგიონალურ სამხედრო ადმინისტრაციაზე განხორციელდა.
ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო ავტობუსს ლუგანსკის ოლქში. მოქალაქეები გამოჰყავდათ ქალაქ ლისი-ჩანსკიდან, სადაც დილით საცხოვრებელი კვარტალი დაიბომბა.
"უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მრავალმხრივი ხელშეკრულება, უკრაინისთვის დაცვის დამატებით ფაქტორს წარმოადგენს. ეს დოკუმენტი რეფერენდუმზე გავა. საერთაშორისო სამართლით გავალისწინებული მაქსიმალური დაცვისთვის, იქნება შემდეგი პროცედურა: რეფერენდუმი უკრაინაში, ამის შემდეგ - რატიფიცირება გარანტორი ქვეყნების პარლამენტებისა და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ. რა თქმა უდნა რეფერენდუმი დღეს არ ჩატარდება, რადგან დღეს ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა. ეს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება რაც რუსი სამხედროები დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას და დაუბრუნდებიან 23 თებერვლამდე არსებულ პოზიციებს. რუსეთმა უნდა ნახოს ჩვენი წინადადებები, წინასწარ გასცეს პასუხი. მთავარი არის შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც გადაჭრის ომისა და მშვიდობის საკითხებს... ალბათ, შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ უახლოეს მომავალში გაიმართოს პრეზიდენტების შეხვედრა. ჯერ შეუძლებელია თქმა, ზუსტად როდის,"- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.
უკრაინის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე კი აცხადებს, რომ მათ მასშტაბურ კრიმინალებთან უწევთ ბრძოლა და მისივე თქმით, ეს მარადიორობაა:
"ჩვენი მთავარი მიზანია რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ჩვენი 16 ათასი თანამშრომელი პატრულირებს უკრაინის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში. პოლიციის ჩვეული საქმიანობის გარდა, ჩვენ სხვა ბევრი დამატებითი საქმის კეთება გვიწევს, მათ შორისაა მასშტაბურ კრიმინალთან ბრძოლა, რომლის მომსწრეც აქამდე არასდროს ვყოფილვართ. ესაა მარადიორობა, ძარცვა და მოქალაქეებისთვის დახმარების უზრუნველყოფა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა გამოძახების ადგილზე მისულებს გვხდება ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან უკვე დაჭერილი მარადიორები. პოლიცია პატრულირებს ისეთ ქალაქებშიც როგორიცააა მარიუპოლი, ჩერნიგოვი, ლუგანსკი. ჩვენ გვაქვს გამბედაობა და ამ გზით ვებრძვით მტერს. მაგრამ ჩვენ გვინდა საერთაშორისო საზოგადოებამ დახმარება, მათი ხმა უნდა იყო ისეთი ძლიერი, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს," - აცხადებს ოლექსი ბილოშიცკი.