დმიტრი პესკოვის განცხადებით, ყირიმის საკითხი არც განიხილება და რუსეთის პოზიცია არ იცვლება.
პუტინის პრესმდივნის თქმით, ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილია და ვერავისთან ვერ განიხილავენ საკუთარი რეგიონის ბედს. პესკოვმა ასევე თქვა, რომ მოლაპარაკებების დეტალებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს.