27 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
როგორც ჩანს, პრეზიდენტმა უკან დაიხია და ახლა უწევს არასწორი ინფორმაციის გავრცელება - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, დოკუმენტურადაა დადასტურებული, რომ პრეზიდენტმა გასულ წელს 2 ელჩის დანიშვნასა და ერთი ელჩის გათავისუფლებაზე უარი განაცხადა.

"არ ვაპირებთ, რომ პრეზიდენტს შევყვეთ რაღაც კინკლაობის მცდელობაში. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებიც, რომელიც არის შემდეგი: გასული წლის ივნის-ივლისში მთავრობისგან გაეგზავნა სამი წარდგინება ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით და დღემდე, არცერთ წარდგინებაზე არ არის პასუხი, გასულია თითქმის 1 წელი. შესაბამისად, პრეზიდენტმა უარი განაცხადა მათ დანიშვნაზე. ეს რაც შეეხება შარშანდელ სამ წარდგინებას, შესაბამისად, ამ ნაწილში გვაქვს არასწორი ინფორმაცია, რაც გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. პირდაპირ წერილობით აქვს უარი ნათქვამი 2 ელჩის დანიშვნასა და 1 ელჩის გათავისუფლებაზე. ეს არის ყველაფერი დოკუმენტურად დადასტურებული, არის ოფიციალური მიმოწერა საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, შესაბამისად, რატომ დასჭირდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გაუგებარია. ერთი, რაც ჩანს - აშკარაა, რომ პრეზიდენტმა დაიხია უკან, ხვდება ის, რომ ელჩების დანიშვნა თუ გათავისუფლება, რეალურად, არ არის მისი კომპეტენცია და ამიტომ უწევს არასწორი ინფორმაციის გავრცელება,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ საუბარია დიპლომატების დანიშვნის საკითხზე. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩების ან მისიის ხელმძღვანელების კანდიდატები; რასაც კატეგორიულად უარყოფს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას.

ამავე თემაზე
დღის ამბები