უკრაინის რადა ქვეყანაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას გეგმავს.
უკრაინის რადამ კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში რუსულ პატრიარქატს კრძალავს, წარმოებაში მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, მისი მიღებიდან 48 საათში უნდა განხორციელდეს სრული საეკლესიო ქონების ინვენტარიზაცია და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა. რუსული რელიგიური გაერთიანებები, მონასტრები და სასულიერო სასწავლებლები, 14 დღის ვადაში, უნდა გადავიდნენ უკრაინის დაქვემდებარებაში.
სახელმწიფო საკუთრებაში გადადის ასევე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაში არსებული წმინდა ძეგლები.
ომის ფონზე, უკრაინის რადა კიდევ ერთ კანონპროექტს განიხილავს. მამაკაცებს, რომლებმაც ქვეყანა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დატოვეს, 10 წლიანი ციხე ემუქრებათ.