27 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
თბილისის აბონენტებს 30 მარტს ელექტროენერგია შეეზღუდებათ - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ჩაისპირების დასახლების, მეფე მირიანის, ნუცუბიძის, ავთანდილის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის, ვეფხისტყაოსნის, ერედვის, თინათინის, ვახტანგ ჭელიძის, ასმათის, დავარის, რამაზის, ფატმანის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის და ტარიელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მახალდიანის, ნოე ჩხიკვაძის, რევაზ ურიდიას, რევაზ მიქატაძის, ეროსი მანჯგალაძის, რევაზ ინანიშვილის, კიკნაძის, მესხის, სტურუას, ნიკო მარის, ცინცაძის, ხევსურეთის, სვანეთის და ლეჩხუმის ქუჩების მოსახლეობას.  

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, რომის და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, მე-8 ლეგიონის დასახლების, ზაქარია მხარგრძელის, 17 შინდისელი გმირის, ჯავახეთის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჩაჩუას და წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ნავთლუღი II  დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების   მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს და ზემო ალექსეევკის დასახლების მოსახლეობას.

დღის ამბები