ოპოზიციის ნაწილი ოპონენტებს ერთიანობისა და კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს და პროცესების შეფერხებაში სდებს ბრალს; უმრავლესობამ კი დღეს დარბაზში რამდენჯერმე ახსენა ფრაზა "ომის პარტია" და ოპოზიცია ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
პოლიტიკურ განცხადებებში დღეს თითქმის ყველა საუბრობდა ომზე - ზოგი პირდაპირი მნიშვნელობით, შეიარაღებულ აგრესიაზე, ზოგი ჰიბრიდულზე, ზოგიერთი კი პოლიტიკურზე. ასე იყო პირველი გამომსვლელის შემთხვევაშიც, რომელმაც ოპონენტებს ომის პარტიის წარმომადგნლები უწოდა.