მარიუპოლი ომამდე და ომის შემდეგ - ქალაქის ცნობა თითქმის შეუძლებელია. ისტორიული საპორტო ქალაქი ნანგრევებადაა ქცეული. აღარ არსებობს მარიუპოლის მთავარი სიმბოლო - დონეცკის საოლქო დრამატული თეატრი. ბავშვებით სავსე თავშესაფრად ქცეული სახელოვნებო სივრცე რუსული ავიაციის სამიზნე გახდა. ჭურვებს 300 ადამიანი შეეწირა.