27 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
3 საჩოგბურთო კორტი, მოსასვენებელი სივრცეები, საკვები ობიექტები, 50 მეტრიანი აუზი - ჩოგბურთის კორტები პირვანდელ დანიშნულებას დაიბრუნებს

დახურული და ღია საჩოგბურთო კორტები, კვების ობიექტები და საცურაო აუზი. ძველ იპოდრომთან არსებული დანგრეული და ფუნქციადაკარგული ჩოგბურთის კორტები პირვანდელ დანიშნულებას დაიბრუნებს.

პროექტის გეგმა დღეს თბილისის მერიაში წარადგინეს. 3 საჩოგბურთო კორტი, მოსასვენებელი სივრცეები, საკვები ობიექტები, 50 მეტრიანი აუზი - პროექტი უკვე მზად არის.

მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2 წელიწადში დასრულდება, სამუშაოები კი ზაფხულში დაიწყება.

დღის ამბები