პროფკავშირების ორგანიზებით, პარლამენტთან უკრაინისადმი სოლიდარობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ქვეყნის მთავარ გამზირზე შეკრებილები არიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას, აცხადებენ, რომ დღევანდელი აქცია კიდევ ერთ დასტურია, რომ საქართველო გვერდში უდგას მეგობარ ქვეყანას.