27 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
"ზარალმა მე-2 მსოფლიო ომის მაჩვენებელს გადაასწრო... ევროკავშირში ჯერ კიდევ ეხმარებიან რუსეთს ფულის გაკეთებაში" - ზელენსკიმ დანიის პარლამენტს მიმართა

"ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსეთის ბოდიშების მოსმენა" - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა დანიის პარლამენტს მიმართა. ზელენსკი დასავლეთს სანქციების გაძლიერებას სთხოვს. მან დღეს მიკოლაევზე განხორციელებულ იერიშზეც ისაუბრა.

გარდა ამისა, ზელენსკი სვამს კითხვას - რატომ ვერ ხერხდება რუსული აგრესიის შეჩერება.

"40 რაკეტა - საშუალოდ ამდენ რაკეტას იყენებს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ ყოველდღიურად. ამ დილით მიკოლაევში ჩამოვარდა, აბსოლუტურად მშვიდობიანი ქალაქია, რომელიც მხოლოდ შავი ზღვის რეგიონში გემების მშენებლობაზე ოცნებობს. რეგიონული ადმინისტრაციული შენობა დაიბომბა. 7 ადამიანი გარდაიცვალა, 22 დაშავდა. რაკეტები და ბომბები - ვერც კი გამოვითვლით რამდენი გამოიყენეს, თუმცა ზარალმა მე-2 მსოფლიო ომის მაჩვენებელს გადაასწრო, რომელიც ყველაზე გამანადგურებელი იყო.

რუსეთის მიზანია არაფერი დარჩეს უკრაინისგან ნანგრევებისა და ლტოლვილების გარდა. მარიუპოლში 100 000-ზე მეტი ადამიანი რჩება. ხალხი თოვლს ადნობდა და ასე იღებდა წყალს. ჰუმანიტარულ დახმარებას ბლოკავდნენ რუსები და მათ ვერ ვაგზავნით ქალაქში. რატომ ვერ ხდება ამის შეჩერება? ამის პასუხი ძალიან ცინიკურია, რუსეთში ფიქრობენ, რომ სანქციებს თავს აარიდებენ. იცის, რომ წლები დასჭირდება დამნაშავეების პასუხისგებას, ამიტომ მოგმართავთ, სანქციები უნდა გაძლიერდეს, ენერგოდამოკიდებულება დასრულდეს, პორტები დაიხუროს. ეს უნდა იყოს ევროპის ერთიანი პოზიცია. ევროკავშირში ჯერ კიდევ ეხმარებიან რუსეთს ფულის გაკეთებაში, ვიცით ვინც არიან, ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსეთის ბოდიშების მოსმენა.

მადლობელი ვარ იმ კომპანიების, რომელთაც დატოვეს რუსეთის ბაზარი და მიიღეს ეს სერიოზული გადაწყვეტილება. ვიცით, რომ მშვიდობა დადგება, ამიტომ, შემოგვიერთდით ინიციატივაში აღვადგინოთ უკრაინა ომის შემდეგ," - მიმართა ზელენსკიმ. 

 





დღის ამბები