27 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
უკრაინის გენშტაბი: რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვოს ოლქებს ტოვებს 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვოს ოლქებს ტოვებს და ტერიტორიიდან გადის.

როგორც უკრაინის გენშტაბში განმარტავენ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აქვთ სერიოზული პრობლემები გაძლიერებისა და როტაციის კუთხით.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს რუსული მხარეც. როგორც თურქეთში გამართული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რუსეთი რადიკალურად შეამცირებს სამხედრო მოქმედებებს კიევისა და ჩერნიგოვოს ოლქის მიმართულებით.

დღის ამბები