რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობის შემცირება გადაწყვიტეს - აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ არის მიღებული.
"იმის გამო, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სტატუსის შესახებ შეთანხმების მომზადებისა და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების საკითხებზე მოლაპარაკებები პრაქტიკულ ჭრილში გადადის, დღეს განხილული პრინციპების გათვალისწინებით, ორმხრივი ნდობის ამაღლების მიზნით და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რადიკალურად შეამციროს სამხედრო აქტივობა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე. ვიმედოვნებთ, რომ კიევში მიღებული იქნება შესაბამისი საკვანძო გადაწყვეტილებები და შეიქმნება პირობები შემდგომი ნორმალური მუშაობისთვის," - აცხადებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინი.