27 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
სერგეი შოიგუ გამოჩნდა და აცხადებს, რომ უკრაინაში "სპეცოპერაციის" ძირითადი ამოცანები დასრულებულია და ახლა მთავარი მიზანი დონბასის გათავისუფლებაა

სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები დასრულებულია - ამის შესახებ სერგეი შოიგუმ კონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, სპეცოპერაცია დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება, მთავარი ამოცანა კი დონბასის განთავისუფლებაა.

"უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები დასრულებულია, უკრაინის არმიამ მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა, რაც საშუალებას იძლევა ფოკუსირება მოახდინონ მთავარი მიზნის მიღწევაზე - დონბასის განთავისუფლებაზე,"- განაცხადა სერგეი შოიგუმ. 

ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი დღეს გამოჩნდა. აღსანიშნავია. რომ ამ წუთებში სტამბოლში, რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომელიც უკვე 2 საათია გრძელდება. შეხვედრას რომელსაც ორგანიზებას ერდოღანი უწევს, მედიაში ჩართული ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩიც ესწრება. 

 

დღის ამბები