27 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს საბანკო ბარათებზე სამგზავრო აბონემენტების ჩართვა შეეძლებათ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მაისიდან შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ვადიანი სამგზავრო აბონემენტები საბანკო ბარათებს მიებას.

მისი თქმით, აღნიშნული სერვისის ამოქმედების შედეგად, მგზავრს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება აღარ მოუწევს, რადგან საბანკო ბარათზე ნებისმიერი ვადის აბონემენტის ჩართვის შესაძლებლობა იქნება.

"როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში დავნერგეთ ვადიანი აბონემენტების სისტემა, მაშინვე ვთქვით, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნებოდა ამ ვადიანი აბონემენტების საბანკო ბარათებზე მიბმა. დღეის მდგომარეობით, 55 000- მდე სხვადასხვა კატეგორიის აბონემენტია გაყიდული და ეს პროცესი გრძელდება, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელი. რაც შეეხება თვითონ აბონემენტების მიბმას საბანკო ბარათებზე, ამ საკითხზე მუშაობდა ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მაისისთვის უკვე შესაძლებელი იქნება, ეს აბონემენტები საბანკო ბარათს მიებას და მგზავრს აღარ მოუწიოს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება. მის საბანკო ბარათზე შესაძლებელი იქნება ჩაირთოს ნებისმიერი ვადის აბონემენტი. დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას, რომ იცოდეთ ყველაფერი, ზუსტად როდიდან იქნება ამ სერვისის ამოქმედების შესაძლებლობა,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები