27 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
"მოვიდა დრო დიალოგმა შედეგი გამოიღოს" - უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დაიწყო 

უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო.

მხარეებს შორის დიალოგის დაწყებამდე, ცოტა ხნით ადრე, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განცხადება გააკეთა:

"მოვიდა დრო, რომ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს," - აღნიშნა ერდოღანმა. 

დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში იმართება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს მითითება მისცეს, რომ მათ არაფერი დალიონ, შეჭამონ და ზედაპირებს არ შეეხონ.

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინული მხარის დელეგაციის წევრებს აქვთ მითითება, რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში არ მიიღონ საკვები, არ დალიონ დიალოგის მაგიდაზე მიტანილი სასმელი და არ შეეხონ ზედაპირებს.

დღის ამბები