ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს - "იბიარდი" მკაცრად გმობს უკრაინის წინააღმდეგ ომს და აცხადებს, რომ ოფისების დახურვის გადაწყვეტილება სწორედ რუსეთის ქმედებებმა გამოიწვია.
ბანკი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. მას უკრაინისა და ომით დაზარალებული სხვა ქვეყნების დასახმარებლად 2 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი აქვს შეთანხმებული.