27 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
აშშ საქართველოს 88 მილიონ დოლარს გამოუყოფს - რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის დოკუმენტში 

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება. დოკუმენტს სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.

"დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე გააძლიერებს მის მდგრადობას, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს კრემლის მავნე გავლენას. დაფინანსება ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობის გაძლიერებას; გააუმჯობესებს დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე წვდომას; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების ძალისხმევას, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში;ასევე გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას," - ნათქვამია დოკუმენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა, 60 მილიარდ დოლარზე მეტია. ამ თანხიდან უკრაინისთვის მილიარდ ნახევარი დოლარის გამოყოფა იგეგმება.

დღის ამბები