ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის დენაციფიკაციას და მზად არის, დაუშვას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ის უარს იტყვის NATO-ს წევრობაზე - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ფაინენშალ თაიმსი" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის პროექტი არ მოიცავს რუსეთის თავდაპირველი სამი მოთხოვნის განხილვას – დენაციფიკაციის, დემილიტარიზაციის, ასევე უკრაინაში რუსული ენის სამართლებრივი დაცვის საკითხებს.
რუსეთის მხრიდან ეს დათმობები კი მისი ერთთვიანი სამხედრო შეტევისას უკრაინის მოსალოდნელზე ძლიერი წინააღმდეგობით ახსნეს.
გამოცემა არც იმას გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებების პარალელურად აგრესორი ქვეყანა ახალი იერიშისთვის ემზადებოდეს.