რომან აბრამოვიჩის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი მარტის დასაწყისში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, მოწამლული იყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, ვინ იყო ქიმიური იარაღით მოწამვლის სამიზნე.
დღეს რამდენიმე გამოცემამ, მათ შორის საგამოძიებო ჟურნალისტების გუნდმა "ბელინგქეთმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 3 მარტს გამართული მოლაპარაკებების რაუნდის შემდეგ 3 ადამიანს, მათ შორის - რომან აბრამოვიჩს ქიმიური იარაღით მოწამვლის სიმპტომები ჰქონდა.
აბრამოვიჩი, ამჟამად, თავს კარგად გრძნობს.