27 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
პოლიტიკური ბრალდებები საწვავის გაძვირების წინააღმდეგ გამართული აქციების გამო - რაში ადანაშაულებს მმართველი გუნდი ენმ-ს

საპროტესტო აქციების მიღმა, პრემიერ მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" კავშირზე მთავრობის სხდომის დროს ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. პრემიერის, თქმით საწვავის ფასებით და ინფლაციის მაჩვენებლებით, ყოფილი მმართველი პარტია მოქალაქეების განწყობაზე გავლენას ხელოვნურად ახდენს. რა დონეზეა ქვეყანა ინფლაციის კუთხით ახლა და რა იყო წლების წინ - კონკრეტულ სტატისტიკით პრემიერმა ოპონენტებს წარსული შეახსენა.

მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, ბრალდების ადრესატები არ იზიარებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" სახელისუფლებო გუნდს სტატისტიკის შედგენის მეთოდოლოგიას უწუნებენ.

"ნაციონალური მოძრაობაში" გაკეთებულ განცხადებებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის წევრებმა უპასუხეს. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა როგორც სტატისტიკის წარმოების მეთოდზე, ასევე ინფლაციის მაჩვენებლებზეც ისაუბრეს.

მთავრობის სხდომაზე, პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მორიგ სასამართლო სხდომაზე გამოეხმაურა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საწვავის ფასის გამო გამართულ აქციას პოლიტიკური მიზანი არ ქონია და გუშინ მოსახლეობის ნაწილი ფასების შემცირების მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვდა.

სოციალური თემით მანიპულირება, რომ პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება ეს ყოფილი მმართველ გუნდს მოქმედმა სახელისუფლებო ძალამ, დღეს ისევ შეახსენა. "ქართულ ოცნების" თავმჯდომარემ განმარტა, რომ პრემიერმა არა ვარაუდებზე, არამედ კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა.

პოლიტიკური ბრალდებები გუშინ გამართულ აქციას მოჰყვა. საწვავის გაძვირების წინააღმდეგ პროტესტზე იყო ხმაურიც, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე მაშინ დააკავა, როდესაც ისინი გზის ჩაკეტვას ცდილობდნენ. ​

დღის ამბები