27 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
"ყოველდღიურად რუსებზე 7-8 ბინას ვყიდით" -  სანქციებისგან გაქცეული მდიდარი რუსები უძრავ ქონებას სტამბოლსა და დუბაიში ყიდულობენ

მდიდარი რუსები თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ფულს უძრავ ქონებაში აბანდებენ, ამის შესახებ "როიტერსი" წერს. 

"ყოველდღიურად რუსებზე 7-8 ბინას ვყიდით, ისინი ყიდულობენ ნაღდი ფულით, ხსნიან ანგარიშებს თურქეთში, ან - ჩამოაქვთ ოქრო," - ამბობს თურქული უძრავი ქონების სააგენტოს Golden Sign თანადამფუძნებელი გულ გული. 

იმის გამო, რომ რუსების დაინტერესება დიდია დუბაიში, ადგილობრივმა კომპანიებმა რუსულენოვანი აგენტები დაიქირავეს.  კომპანიის Modern Living ხელმძღვანელმა, ტიაგო კალდასმა განაცხადა, რომ რუსების ინტერესი უძრავ ქონებაში გაათმაგდა. 

დღის ამბები