კიევთან მდებარე ქალაქ ირპენი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენი ირპენი მოსკოვური ბოროტებისგან გათავისუფლებულია! დიდება უკრაინას! დიდება მის დამცველებს! სამუდამო ხსოვნა გარდაცვლილ გმირებს!" - განაცხადა ქალაქის მერმა ალექსანდრ მარკუშინმა.
მერის განცხადებით, ირპენის "გაწმენდა" გრძელდება და ქალაქში დაბრუნება ჯერჯერობით საფრთხის შემცველია.