27 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ჩვენ ამ მთავრობას თუ არ მოვაშორებთ, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზაციას, საქართველო დაღუპულია - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ  საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, საქართველოს გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში.

აღნიშნული განცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესი დატოვა.

"ჩვენ ამ მთავრობას თუ არ მოვაშორებთ, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზაციას, თუ ჩვენ, ყველანი არ გამოვალთ ქუჩებში, თუ ჩვენ მშვიდობიანად არ შევცვლით საქართველოში სიტუაციას, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ საქართველოში ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებისგან, საქართველო დაღუპულია. საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, საქართველოს გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში, ხელის ჩაკიდებაში. დავამთავროთ პარლამენტარობანას თამაში – ჩვენ ამ მთავრობას ვაიძულებთ, ამ მთავრობას გავაკეთებინებთ. რას გააკეთებინებთ, ვის გააკეთებინებთ, მოღალატეები არიან, რუსების პირდაპირი დასმული შვილები, პირდაპირი აგენტები არიან. მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოშორებით, მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოგდებით, მხოლოდ მასობრივი აქციებით, მხოლოდ მასობრივად ხელის ჩაჭიდებით ვერ დაგარბევენ.

ნუ გეშინიათ პოლიციის. გაისვრიან ერთი-ორჯერ რეზინის ტყვიას, იმ რეზინის ტყვიას შევაჩერებთ. ხალხო, ნუ გეშინიათ, აქ არაფერ შუაშია პარტიები, სააკაშვილი არაფერ შუაში არ არის. დაივიწყეთ ყველაფერი ეს. მიუხედავად მათი რეზინის ტყვიებისა, რუსული მეთოდებისა, ვიქნებით ბევრნი, ვიქნებით ყველგან, არ დავიხევთ უკან. ჩვენ მათ აუცილებლად ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები