27 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
უკრაინის საელჩო საქართველოს დახმარებისთვის მადლობას კიდევ ერთხელ უხდის

საქართველოს დახმარებისთვის მადლობას კიდევ ერთხელ უხდის უკრაინის საელჩო. დიპლომატიურ წარმომადგნლობაში დღეს ომის მიმდინარეობასა და უკრაინაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობას და იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგა

"ხაზი მინდა გავუსვა საქართველოს მხარის მონაწილეობასა და როლს რეზოლუციის მიღებაში. საქართველომ მხარი დაუჭირა და ყველანაირად უწყობდა ხელს ამ რეზოლუციის მიღებას, რადგან მოხდეს ყველანაირი ძალის კონსოლიდაცია უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად. ასევე აღსანიშნავია უკრაინის მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის უკრაინისთვის დახმარების მიწოდება ეკონომიკური თუ ფინანსური თვალსაზრისით. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, მოსახლეობას და პრეზიდენტს თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის რომელიც გამოთქვა უკრაინელი ხალხისადმი ამ რთულ დროს,"- განაცხადა უკრაინის ელჩის დროებითი მრჩეველმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა.

​საკონსულოს საკითხებში მეორე მდივნის ირინა მარხომოსის თქმით, საქართველოში იმყოფება 20 ათასზე მეტი უკრაინელი. 100 ზე მეტი ბავშვი უკვე მიღებულია ქართულ სკოლებში და ბაღში. ირინა მარხომოსი საქართველოს მთავრობას უკრაინული სექტორის გახსნისთვის მადლობას აცხადებს.

დღის ამბები