27 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები, მოგლეჯილი ხეები - ძლიერმა ქარმა კახეთში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა კახეთის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, თელავსა და გურჯაანში. სტიქიის შედეგად, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა თელავში, სადაც რამდენიმე საბავშვო ბაღის და ათამდე კორპუსის სახურავი ნაწილობრივ გადახდილია. ამ დროისთვის, 33 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

დღის ამბები