2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივი დარბევა, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება - ამ ბრალდებებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს დღეს სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევს.
პროცესი მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა და სხდომას მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი დაესწრება. სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.
საქმეში სააკაშვილთან ერთად ყოფილი ხელისუფლების კიდევ 4 მაღალჩინოსანი ფიგურირებს.