27 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
"რატომ უხდით ამდენ ფულს მსუყე პროპაგანდისტებს თუ მათი ტყუილის გაბათილება ზელენსკის ერთი ინტერვიუთი შეიძლება?!" - პოდოლიაკი ზელენსკის ინტერვიუს აკრძალვაზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმზღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა კომენტარი გააკეთა როსკომნადზორის გადაწყვეტილებაზე, რომელიც რუსულ გამოცემებს ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს გამოქვეყნებას უკრძალავს. 

"რუსეთის ფედერაციას ნამდვილად სურს იყოს განდევნილი ყველგან - სხვაგვარად ვერ შეფასდება მთავარი რუსული ცენზორის - როსკომნადზორის ულტიმატუმი რამდენიმე რუსული გამოცემის მიმართ, რათა მათ არ გამოაქვეყნონ ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან; ინტერვიუ, რომელშიც დეტალურადაა განხილული რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ბარბაროსული ომის მიზეზები, სადაც ნათქვამია, თუ რა კატასტროფული შედეგები მოჰყვება ამას სწორედ რუსეთისთვის. როსკომნადზორის საქციელი ლაჩრულია და სამარცხვინო. 
 
რატომ დახარჯავთ ამდენ ფულს შიდა პროპაგანდაზე, საღამოს თოქ-შოუების ყველა ამ მსუყე პროპაგანდისტებზე, თუ მათი ტყუილი შეიძლება ადვილად გაბათილდეს უკრაინის პრეზიდენტის ერთი ინტერვიუთი?" - აცხადებს პოდოლიაკი
 
დღის ამბები