27 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
"ვთვლი, რომ ომი სწრაფად შეგვიძლია დავასრულოთ და მას მხოლოდ პუტინი და მისი გარემოცვა აჭიანურებს" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი  კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რაიმე სახის შეთანხმებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც უკრაინის ტერიტორიიდან რუსი სამხედროების გაყვანა მოხდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე მზაობას გამოთქვამს პუტინთან შესახვედრად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, გარდა რუსეთისა, უკრაინისა და ბელარუსისა. 

"ჩვენი ხალხი უნდა დაბრუნდეს. მოსახლეობის 90% სურს დაბრუნება პირველივე დღეს, როდესაც სროლა შეწყდება. მოლაპარაკება ჩვენ პრეზიდენტ პუტინთან უნდა გვქონდეს. გარანტორები აღარაფერს მოაწერენ ხელს, ვიდრე ჩვენთან რუსი სამხედროები არიან. მე ვთვლი, რომ ომი სწრაფად შეგვიძლია დავასრულოთ და მას მხოლოდ პუტინი და მისი გარემოცვა აჭიანურებს.

ვიდრე აქ დგანან სამხედროები არავინ არაფერს მოაწერს ხელს, ეს შეუძლებელია. არავინ უნდა ელოდოს ცვლილებებს კანონში, როდესაც რუსულმა მხარემ თქვა, "მოდით, ჯერ შეცვალეთ კანონი და შემდეგ გავიყვანთ ტანკებს", ჩვენ აღვიქვამთ ამას, რომ მათ ღრმა პოლიტიკური პროცესები კანონის თვალსაზრისით არ ესმით.

ამიტომ, აუცილებელია ჩვენ მოლაპარაკება ვაწარმოოთ რუსეთის პრეზიდენტთან და ამისთვის პუტინი თავისი ფეხით უნდა გამოვიდეს იმ ადგილიდან, სადაც ახლა იმყოფება და მოვიდეს შეხვედრაზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, გარდა უკრაინისა, რუსეთისა და ბელარუსისა," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში. 

დღის ამბები