ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ერთ-ერთი რუსული პროპაგანდისტული არხის პირდაპირ ეთერში, უნებურად ისაუბრა იმ ბავშვების მდგომარეობაზე, რომლებიც ოკუპანტებს მარიუპოლიდან იძულებით გაჰყავთ რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.
მისი მონათხრობი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ტერორის სიმძიმეს, რომლის მსხვერპლი უპირველესად მარიუპოლში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები არიან.
"ჩვენ შევძელით გამოგვეყვანა საკმაოდ ბევრი ბავშვი და ომბუდსმენი, რომელიც დაკავებულია ჩვენთან ამ ბავშვებით, ის გვიყვებოდა ასეთ ისტორიებს. როცა ბავშვები გამოყავდათ (ეს არის ჯგუფი დაახლოებით 3-დან 17 წლამდე ბავშვების) აი, უფროსები ჩუმად არიან, მაგრამ ასე 6-7 წლის ასაკის ბავშვები კითხულობენ. აი დონეცკში, მიჰყავთ უსაფრთხო ადგილას და ისინი კითხულობენ, გულწრფელად კითხულობენ — ,"თქვენ ჩვენ დონეცკში დასახოცად მიგყავართ?" — რა კოშმარია. ბავშვები ხომ ამას ვერ მოიგონებენ, ვერ მოიტყუებიან. მათ არ იციან მოტყუება. ეს ის არის რასაც მათ უნერგავდნენ“ — ყვება დონეცკის სეპარატისტული მთავრობის მეთაური.