27 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ევროპის ქვეყნები 2 წლის განმავლობაში შეძლებენ უარი თქვან რუსეთიდან გაზის შესყიდვაზე - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები 2 წლის განმავლობაში შეძლებენ უარი თქვან რუსეთიდან გაზის შესყიდვაზე. მისივე თქმით, ევროკავშირი "მიისწრაფვის შექმნას სპეციალური არმია საერთო გამოწვევების დასაძლევად".

პარალელურად, კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ჯონათან ვილკინსონის განცხადებით, ბევრი ქვეყანა არის მზად დახმარებისთვის, რათა რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება შემცირდეს. ამასთან, კანადა მზად არის ექსპორტისთვის დამატებით 200 000 ბარელი ნავთობი გამოყოს.

 
დღის ამბები