უკრაინა-რუსეთის წარმომადგენლებს შორის დღეს ვიდეო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მორიგი შეხვედრა უკვე არა ონლაინ რეჟიმში, არამედ კვლავ პირისპირ გაიმართება.
შესაბამისად, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა 28-30 მარტს თურქეთში დაიგეგმა - ამის შესახებ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა დავით არახამიამ დაწერა. არახამია მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია.