ჯო ბაიდენის მიერ ვლადიმერ პუტინის ჯალათად მოხსენიებას ემანუელ მაკრონი ეხმაურება. ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი ამ ტერმინს არ გამოიყენებდა. მისივე თქმით, ის ჯერ კიდევ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან.
"ამ სიტყვებს არ გამოვიყენებდი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს. ჯერ ცეცხლის შეწყვეტის, შემდეგ კი ჯარების დიპლომატიური გზით სრულად გაყვანა უნდა იქნას მიღწეული. თუ ამის გაკეთება გვსურს, ვერ გავამწვავებთ ვერც სიტყვებით, ვერც ქმედებებით," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.