27 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
"ვტირი, როცა ვხედავ საფლავს ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რომელზეც პატარა დაფაა წარწერით: "დედა..", "შვილი.." - ელენა ზელენსკა

უკრაინის პირველმა ლედიმ ელენა ზელენსკამ დიდი ბრიტანეთში დედის დღის აღსანიშნავად გამოცემა Daily Mail-თვის ჩანაწერი გააკეთა, სადაც აღწერა საკუთარი, როგორც დედის ემოცია ქვეყანაში მიმდინარე ომის ფონზე.

"მე ცოტა ხნის წინ მკითხეს, ვტირი თუ არა ომის დროს? დიახ ვტირი, როცა მაგალითად ვხედავ საფლავს ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რომელზეც თვითნაკეთი პატარა დაფაა წარწერით: "დედა..", "შვილი.." და ამ დაფაზე სიცოცხლის თარიღებია დაწერილი. ასე ასაფლავებენ მეზობლები ჩვენს ქალაქებში მუდმივი თავდასხმის დროს დაღუპულებს - მარიუპოლში, ბუჩაში, ჰოსტომელში

ჯერ კიდევ ომის დაწყებისას მივმართე რუს დედებს: რას ნიშნავს მათთვის, რომ მათი შვილები ჩვენს ბავშვებს კლავენ? ესვრიან ბომბებს და ნაწილებად ხლეჩენ მათ? 

თუმცა პასუხად ამ დრომდე მხოლოდ სიჩუმეა. ეშინიათ თუ მათთვის სულერთია? არც კი მინდა წარმოვიდგინო, რადგან გაუგებარია, რა უფრო უარესია..." - წერს ელენა ზელენსკა

დღის ამბები