27 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
საწვავზე გაზრდილი ფასები თბილისში აქციით გააპროტესტეს - აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე გზა გადაკეტეს

საწვავზე გაზრდილ ფასებს მოქალაქეები დღეს თბილისში აქციით აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანთან, ესტაკადაზე შესასვლელი გზა საკუთარი ავტომობილებით ჩაკეტეს.

დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, საწვავის ფასს 80-90 თეთრით გააიაფებს.

დღის ამბები