27 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
ბრძოლა ყველა ფრონტზე - უკრაინის დროშები ქალაქ მონპელიეში, ყინულის მთავარ მოედანზეც გამოჩნდა

უკრაინა იბრძვის ყველა ფრონტზე სადაც შეუძლია, სამხედრო და პოლიტიკური ბრძოლის პარალელურად უკრაინის დროშები ქალაქ მონპელიეში, ყინულის მთავარ მოედანზე გამოჩნდა. უკრაინელმა სპორტსმენებმა 3 ნომერი აჩვენეს, მათ გამოსვლას საერთაშორისო ტურნირზე ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

სპორტსმენებს ოლიმპიადის შემდეგ არც კი უვარჯიშიათ. მათთვის ამ ეტაპზე სპორტზე მნიშვნელოვანი საკუთარი ქვეყნის წარდგენა იყო. "ფრანს24ისთვის" მიცემულ ინტერვიუში სოფია ჰოლიჩენკო და არტემ დანერსკი საუბრობენ 6 -დღიან გზაზე, რომელიც მათ ხარკოვიდან მონპელიეში ჩასასვლელად დასჭირდათ. მაშინ კი როცა წყვილი უკრაინის ჰიმნზე ცეკვავდა მათი მამები, ნათესავები და მეგობრები ომში იბრძვიან.

სიმღერის შერჩეული ვერსია ფრონტის ხაზიდანაა, მოციგურავეების მიზანიც ეს იყო, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ მსოფლიოსთვის. მათ მხოლოდ პირველი ეტაპი იცეკვეს, თავისუფალი პროგრამაზე კი სამწუხაროდ ვერ წარსდგებიან.

უკრაინელ მოციგურავეებს სოლიდარობას სხვა ქვეყნის სპორტსმენებიც უცხადებენ. მათ სამოსზე თუ პირბადეებზე ემბლემები უკრაინის დროშის ფერებში აქვთ დატანილი.

40-მდე ქვეყანას შორის არ არის რუსეთი, მოსკოვს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. ხოლო უკრაინის დროშა დარბაზში მოწინავე პოზიციების დაკავების გარეშეც ფრიალებს.

დღის ამბები